საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2021 წლის 18-19-20-21 მაისს მართავს სოციალურ მუშაობაში პირველ სამეცნიერო კონფერენციას, თემაზე: "სოციალური მუშაობა - მეცნიერება სოციალური ცვლილებებისთვის".
კონფერენციის მიზანია საქართველოში სოციალური მუშაობის, როგორც პრაქტიკული მეცნიერების, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; სფეროში პირველი სამეცნიერო კონფერენციის პრეცენდენტის დაშვებით, ახალგაზრდა პროფესიონალების დაინტერესება კვლევითა და სამეცნიერო საქმიანობით, რაც წარმოადგენს სოციალური მუშაკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს. ასევე, საქართველოში დაგროვებული მეცნიერული მტკიცებულებების გაზიარება სოციალური მუშაობის სფეროში მომუშავე მეცნიერებისთვის, მკვლევარებისთვის, პრაქტიკოსებისთვის, ექსპერტებისთვის, სტუდენტებისთვის, მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლათფორმის საშუალებით.
კონფერენციაში მონაწილეობისა და დასწრებისთვის უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.
რეგისტრაციისა და სხვა დეტალური ინფომაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კონფერენციის ვებგვერდს.