საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს - 16 მარტს, 18:00 თბილისის დროით, გთავაზობთ საინტერესო ლექციას სახელწოდებით - "პროფესიული სოციალური მუშაობის მახასიათებლები: ამერიკული სოციალური მუშაობის განვითარების ისტორია და საქართველოში სოციალური მუშაობის განვითარების გამოწვევები".
მოხსენებას გააკეთებს, კოლუმბიის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის დოქტორი, ლიცეზირებული სოციალური მუშაკი, სტიუარტ შარფი. იგი გახლავთ სოციალური მუშაობის მომსახურების მონიტორინგის და შეფასების მიმართულებით ექსპერტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტი. სტიუარტ შარფს აქვს დიდი წვლილი პროფესიის განვითარებაში და არის პროფესიული ნაშრომების ავტორი, რომელსაც სოციალური მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება და სწავლების 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის პლატფორმის საშუალებით (შეხვედრის ლინკი გადმოგეგზავნებათ 16 მარტს, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე).
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 16 მარტი, 13 საათი.