ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

#ჩვენვაკავშირებთ 

წელს სწორედ ამ მესიჯით აღინიშნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე. მსოფლიომ 2006 წელს დაიწყო 21 მარტის აღნიშვნა.

დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებობდეს საზოგადოებაში თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები, რაც ყველა სფეროში მხოლოდ სოციალური ინკლუზიის განვითარების მეშვეობით არის შესაძლებელი. საზოგადოებაში ეფექტური ჩართულობისთვის აუცილებელია არსებობდეს სოციალური და საგანმანათლობლო სერვისები როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ დონეზე. ამასთან, მნიშვნელოვანია მთელი ქვეყანის მასშტაბით შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები 7 წლის ზემოთ ბავშვების და მოზარდების განვითარების ხელშეწყობისთვის. ყურადღება უნდა გამახვილდეს განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე და ასევე დასაქმების შესაძლებლობების განვითარებაზე.

სოციალური მუშაკების როლი დიდია დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების გაძლიერებაში, დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობის გააზრებასა და შესაბამისი უნარების განვითარებაში.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები შეურთდნენ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ @დაუნის სინდრომის ასოციიაციის  ონლაინ კონფერენციას.

გიზიარებთ Down Syndrome International და Sting-ის ვიდეოს, რომელიც ასახავს მესიჯს #ჩვენვაკავშირებთ.