ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, მოვითხოვოთ ჯანმრთელობის და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯების და მექანიზმების არსებობა. ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ სამართლიანი და ჯანმრთელი სამყაროს მშენებლობისთვის.  

დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს უამრავი სტრატეგიული  დოკუმენტი  და, ასევე, ადამინის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ადვოკატობას უწევენ ჯანმრთელობის სამართლიანობის პრინციპების გაუმჯობესებას მარგინალური ჯგუფებისათვის. თუმცა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა შეამცირა ჯანმრთელობის ბოლოდროინდელი მიღწევები. პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა დაუცველი ჯგუფები, რომელთაც ნაკლები ხელმისაწვდომობა გააჩნიათ სამედიცინო სერვისებზე. შესაბამისად, მატულობს დაუცველი მოსახლეობის სიღარიბის და საკვების მოპოვებასთან დაკავშირებული რისკის მაჩვენებელი.

2021 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კამპანიის მთავარ მესიჯს წარმოადგენს მოთხოვნა - თითოეული ადამიანის კონსტიტუციური უფლების დაცვა: „ჯანმრთელობის შესაბამისი სტანდარტებით სარგებლობა თითოეული ადმიანის ფუნდამენტალური უფლებაა, მიუხედავად მისი, რელიგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური, თუ სოციალური მდგომარეობისა“.

ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოში გვაქვს COVID-19-ით ინფიცირებულთა მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი. ამჟამინდელი მონაცემებით სულ 284,958 კოვიდ ინფიცირების შემთხვევაა, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 3832-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი - 275 200-ს შეადგენს.

COVID-19-ის გავრცელების პრევენცისაათვის, სხვადასხვა მარგინალური, დაუცველი ჯგუფების და პაციენტების მკურნალობაში, სოციალური მუშკების, ექიმებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რაც ზრდის ჯანდაცვაში სოციალური მუშკების მნიშვნელობის აქტუალურობას და კრიტიკულ საჭიროებას, ასევე რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების, განსაკუთრებით კი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მსოფლიოში საკმაოდ არის გამოკვეთლი, სოციალური მუშაკის მნიშვნელოვანი როლი, COVID-19-თან გამკლავების ნაწილში პანდემიას, გარდა საზოგადოებაში არსებული შიშისა და სტრესისა, თან ახლავს მძიმე ეკონომიური ფონი, როგორც მთელ მსოფლიოში ისე საქართველოში, რაც პირდაპირ აისახება ყველაზე დაუცველ ფენებზე. აღნიშნული საკითხები, იწვევს შემოსავლის, პროდუქტების და სხვა საჭირო ჰიგიენური ნივთების შემცირებას, და სერვისებზე წვდომის შეზღუდვას/სრულ წყვეტას. შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროში, სოციალური მუშაკი ჩართული იყოს არამარტო, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის ადაპტირების ნაწილში, არემედ ორიენტირებული იყოს მოწყვლადი, და განსაკუთრებით ბავშვთა უფლებების დაცვაზე. საგულისხმოა სამედიცინო, ჯანდაცვის, სოციალური მუშაკთა და სხვა წინა ხაზზე, ბენეფიციართან პირდაპირ კავშირში მყოფ, პერსონალთა უსაფრთხოების საკითხი.

ამ ჩამოთვლილ ჯგუფთა წვლილი, არ უნდა რჩებოდეს ყურადღების მიღმა და მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფომ, ისე თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი და დაცული იყოს შესაბამისი სამედიცინო საჭიროება, თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით კი, ასაკობრივი და სხვადასხვა რისკის მქონე პირების მიმართ.