ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღეა

12 აპრილი მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს მილიონობით ქუჩასთან დაკავშირებულ ბავშვს მსოფლიოს გარშემო და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი უფლებების აღიარებას, რათა სახელმწიფოსა და ბავშვთა დაცვის ორგანოების მხრიდან მათი ინტერესები და საჭიროებების არ იყოს უგულებელყოფილი.

ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, გამოწვევები და სირთულეები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვისაა ნაცნობი. გაეროს ბავშთა ფონდის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი ბავშვი ცხოვრობს ან მუშაობს ქუჩაში, საქართველოში კი ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. 2007 წელს საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ჩატარებული კვლევეის შედეგად მათი რიცხვი შეადგენდა 1049. დღეისათვის მათთან მომუშავე ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების რიცხვი 2000-ს აჭარბებს.

პანდემის პირობებში, კიდევ უფრო გართულდა, ქუჩასთან დაკავშირებული ბავშებისთვის განათლების, ჯანდაცვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე წვდომა, შესაბამისად, 2021 წლის მსოფლიო დღის მთავარ თემას წარმოადგენს ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობა, რადგან ბავშვებისთვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო შეაფერხა COVID-19-ის პანდემიამ. პანდემიის პერიოდში მათ სათანადოდ არ მიეწოდებათ აუცილებელი მომსახურებები და ხშირად უგულებელყოფილნი არიან სახელმწიფოს მხრიდან.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2020 წლის კვლევის თანახმად, COVID-19-ის მიერ გამოწვეული სირთულეების შედეგად 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, შეფერხდა ბავშვთა დაცვის მომსახურებები, როგორებიცაა: ძალადობის პრევენცია, მხარდამჭერი მომსახურებებისთვის მიმართვიანობა, მათი მხრიდან დროული  რეაგირება და ა.შ.. ყოველივე ამის შედეგად ბავშვები აღმოჩნდნენ მთელი რიგი რისკების წინაშე, კერძოდ: ძალადობის, ექსპლუატაციის, არასათანადო მოპყრობის და სხვა.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს ქუჩასთან დაკავშირებულ ბავშვთა მხარდამჭერი მომსახურებები: 24-საათიანი თავშესაფრები, დღის ცენტრები და მობილური რეაგირების ჯგუფები.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება მიუსაფარ ბავშვთა მსოფლიო დღის აღნიშნვნას და მნიშვნელოვანად მიაჩნია, სახელმწიფომ იზრუნოს და შექმნას დამატებითი მომსახურებები ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვებისთვის, სოციალურ მუშაკებს მიეცეთ შესაძლებლობა - უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი ცოდნით, პროფესიული მხარდაჭერით და მომსახურებებით, რათა ეფექტიანად იმუშაონ ქუჩასთან დაკავშირებულ ბავშვებთან. შეზღუდვების მიუხედავად, აუცილებელია ბავშვებმა მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ხელი მიუწვდებოდეთ სათანადო და საჭირო ინფორმაციაზე პანდემიის შესახებ. იცოდენენ როგორ იმოქმედონ ძალადობის შემთხვევების დროს. გარდა ამისა, COVID-19 პანდემიის პირობებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკების უსაფრთხოება და დაცულობა. პრიორიტეტული უნდა იყოს ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვებისთვის და მათთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობაც.