ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ეშლი ბაიდენი

ეშლი ბაიდენი, MSW

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ქალიშვილი,  ეშლი ბაიდენი, პროფესიით სოციალური მუშაკია. მან სოციალური მუშაკის ხარისხი 2010 წელს მიიღო, პენსილვანიის უნივერსიტეტის, სოციალური პოლიტიკისა და პრაქტიკის სკოლისგან.

იგი მუშაობს, როგორც სოციალური მუშაკი და სოციალური სამართლიანობის აქტივისტი. მუშაობდა ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, ასევე მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებთან და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში.

ადვოკატირებას უწევს სისხლის სამართლის რეფორმებს.

2020 წლამდე იგი იყო დელავერის იუსტიციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

აქტიურადაა ჩართული კვლევით საქმიანობაში, რომელზე დაყრდნობითაც სახელმწიფოს სთავაზობს პროგრამებს, როგორიცაა დანაშაულის ინტერვენცია და  დანაშაულის პრევენცია არასრულწლოვნებისთვის. ამასთან, ცდილობს დაეხმაროს მათ ვინც დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებები.