ჯარედ ბერნშტაინი, MSW, PhD
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ცნობილი სოციალური მუშაკი, ჯარედ ბერნშტეინი დანიშნა ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს (CEA) წევრად. CEA არის აშშ-ს პრეზიდენტის აღმასრულებელ ოფისში არსებული მრჩეველთა საბჭო, ეკონომიკურ საკითხებში. იგი პრეზიდენტს კონსულტაციებს უწევს ეკონომიკურ პოლიტიკაში.
ბერნშტეინი არის ბიუჯეტისა და პოლიტიკის პრიორიტეტების ცენტრის უფროსი თანამშრომელი და ბაიდენის დიდი ხნის ეკონომიკური მრჩეველი. მანამდე იყო თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური მრჩეველი.
ბერნშტეინის განცხადებით, კარგი იქნებოდა თუ ეკონომისტები მცირე ხნით იმუშავებდნენ სოციალურ მუშაკებად, რაც გამოადგებოდათ შემდგომში ფინანსების სწორად განაწილებაში.
ბერნშტეინი. 2010 წლის სოციალურ მუშაკთა ეროვნული ასოციაციის კონგრესზე, სიტყვით გამოსვლისას ამბობს, რომ უკეთესად უნდა ხდებოდეს სოციალური მუშაკების ანაზღაურება, გაწეული სამუშაოსთვის.
”საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი მადლიერება იმ ღირებული საქმისთვის, რომელსაც სოციალური მუშაკები აკეთებენ, ხელფასების გაზრდის გზით, სოციალური მუშაკების მოთხოვნა იზრდება და ხელფასებზე ეს უნდა აისახოს.”