მაიკლ ლინდსი PhD, MSW, MPH
სოციალური მუშაკი, მეცნიერებათა დოქტორი, მაიკლ ლინდსი დაინიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის, პროფილაქტიკური სამსახურის (CPSTF) სამუშაო ჯგუფის წევრად, ხუთი წლის ვადით. ის საქმიანობას, 2022 წლიდან შეუდგება.
დოქტორი მაიკლ ლინდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. აგრეთვე, დაინტერესებულია და იკვლევს სიღარიბისა და უთანასწორობის გადაჭრის გზებს. იგი ხელმძღვანელობს მკვლევართა გუნდს, კლინიცისტებს, სოციალურ მუშაკებსა და სხვა პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან შექმნან ახალი ცოდნა სიღარიბის დაძლევის შესახებ, შეიმუშაონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა.
ლინდსი არის ნიუ იორკის უნივერსიტეტის (NYU) მაკსილვერის სიღარიბის პოლიტიკისა და კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. ამასთან, ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის მასშტაბით აშშ-ს მაკსილვერის ინსტიტუტის უთანასწორობის შემცირების ინიციატივას.
როგორც ჩანს ის იქნება პირველი სოციალური მუშაკი ვინც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა.