ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ვებინარი: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობის გაცნობა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აგრძელებს ვებინარების სერიას. ამჟამად გვსურს მოგიწვიოთ ვებინარზე - "არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის" საქმიანობის შესახებ, რომელიც გაიმართება ხუთშაბათს, 29 აპრილს 18 საათზე.

ვებინარს გაუძღვება ცენტრის ხელმძღვანელი ნაზი ფარსადანიშვილი და სოციალური მუშაკი - ნინო გუნცაძე.

ვებინარისას მიმოხილული იქნება ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის წარმართვის თავისებურებანი.

რეფერირების ცენტრი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“-ს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. ცენტრის მიზანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი კანონთან კონფლიქტში მყოფი და სხვა რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია, დანაშაულის პრევენცია.

ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულზე.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, შეხვედრის ლინკი გადმოგეგზავნებათ 29 აპრილს, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 29 აპრილი, 14 საათი.