ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ლგბტქ საზოგადოებებისაკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესებში მედიის, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გააქტიურება. შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღესდღეობით საქართველოში ლგბტქ თემის წევრები სხვებთან თანასწორი და სრულყოფილი ცხოვრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ და მათი თავისუფლად ცხოვრების შანსები არსებითად შეზღუდულია ყველა უფლებრივ ჩარჩოსთან მიმართებით, კერძოდ: შეზღუდული აქვთ იდენტობის გამოხატვის შესაძლებლობა, განიცდიან სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, შეზღუდული აქვთ ხელმისაწვდომობა განათლებაზე (არამხოლოდ განათლების ფიზიკურ და ფინანსურ მისაწვდომობაზე, არამედ ჯანსაღ გარემოსა და უსაფრთხო სივრცეზე), შეზღუდული აქვთ ასევე გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, დასაქმებაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა, წვდომა ჯანდაცვის ადეკვატურ ხარისხზე, წვდომა ადეკვატურ საცხოვრისსა და სოციალურ დაცვაზე. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება. ლგბტქ თემის წევრების თანასწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში დაუცველია. საზოგადოების ნაწილში არსებული ფობიები და სტიგმები კი მნიშვნელოვნად განაპირობებს თემის წევრების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. სოციალური მუშაკების მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ლგბტქ თემის წევრების უფლებების და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით, როგორც მათთვის კონსულტირებისა და მომსახურებების მიწოდების, ასევე მათი უფლებების ადვოკატობის მიმართულებით. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს და მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობისა, აქვს თანაბარი უფლება იცხოვროს ძალადობის, დევნისა და დისკრიმინაციის გარეშე. ადამიანთა უფლებები უნივერსალურია, შესაბამისად, არაფერი ამართლებს ადამიანის უფლებათა დარღვევას ნებისმიერი ჯგუფის, მათ შორის, ლგბტქ პირების მიმართ.

“Together: Resisting, supporting, healing"