ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების  ფონდის დაფინანსებით პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია" ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებისა და ზრდასრული პირების შეზღუდული შესაძლებელობის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირებას თბილისში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/ბავშვების ფუნქციონირებისა და სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი საჭიროებების განსაზღვრა.

პროექტს აქვს გამოკვეთილი რამდენიმე ძირითადი სამიზნე ჯგუფი და შესაბამისად,  განისაზღვრა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მოხდება ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირება: „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“,  "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა", ,,კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი", „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, ,,ევექსის ჰოსპიტლები" - მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“.

სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩნენ ექიმი-კოორდინატორები და ისინი პროექტის ფარგლებში გადამზადებულ შემთხვევის მენეჯერებსა და ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტებთან ერთად ბიოფსიქოსოციალური მოდელის მიხედვით განსაზღვრავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის/ბავშვის სტატუსს.

 

 

პროექტის ფარგლებში გაფორმდა სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და თითოეულ სამედიცინო დაწესებულებას შორის, რითაც სამივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლონ შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასა და ინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით.