საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებისა და ზრდასრული პირების შეზღუდული შესაძლებელობის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირებას თბილისში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/ბავშვების ფუნქციონირებისა და სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი საჭიროებების განსაზღვრას.
პროექტს აქვს გამოკვეთილი რამდენიმე ძირითადი სამიზნე ჯგუფი და შესაბამისად, განისაზღვრა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მოხდება ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირება:
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“
- "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა", ,,კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი"
- „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“
- ,,ევექსის ჰოსპიტლები" - მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“.
პროექტის ფარგლებში შეირჩნენ და გადამზადდენ სპეციალისტები - შემთხვევის მენეჯერები, ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტები და ექიმი-კოორდინატორები, რომლებიც მულტიდისციპლუნი გუნდის მუშაობის ფარგლებში ბიოფსიქოსოციალური მოდელის მიხედვით განსაზღვრავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის/ბავშვის სტატუსს.
23 ივნისიდან პროექტის ფარგლებში აქტიურად დაიწყო მუშაობა ველზე, შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში. შეზღუდული შესაძლებელობის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირებაში თბილისში აქტიურად ჩაერთო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ დაქირავებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით:
შემთხვევის მენეჯერები: თათია ხარებავა, ანა სოტიშვილი, ქეთი სიხარულიძე, ინა ფურცხვანიძე, სოფო დეკანაძე.
ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტები: ნინო ბარნაბიშვილი, რუსკა მუშკუდიანი, ანნა ორთოიძე, ბელა ჟღენტი, თამარ მახათაძე.