საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 14 ივლისს წევრებისთვის გამართა ვებინარი თემაზე რეინტეგრაციის პროგრამა და ამ პროგრამაში ჩართული ბავშვების ოჯახების წინაშე მდგარი გამოწვევები. ვებინარზე მოხსენებით წარდგა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური მიმართულების მენეჯერი და კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თავმჯდომარე სალომე ჭიჭინაძე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 2018 წელს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ ჩატარებული კვლევის - „რეინტეგრაციაში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებები“ ანგარიში. შეხვედრაზე განხილული იყო რეინტეგრაციის პროგრამის მიზანი და ამოცანები, რეგულაციების ჩარჩო. განხილულ იქნა ადგილობრივი პრაქტიკა, რომლის მიზანი იყო დაგვენახა ის გამოწვევები თუ რის წინაშე დგას აღნიშნული პროგრამა და როგორ აისახება ეს რეალობა რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართული ბავშვების კეთილდღეობაზე.