საქრთველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაა გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 29 აგვისტოს, კვირას 18 საათზე. შეხვედრა ორგანიზებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.
შეხვედრაზე მოწვეული იქნება, ექიმი, პროფესორი/ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. მოგეხსნებათ, სოციალური მუშაკის ერთ-ერთ როლს წარმოადგენს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზე ადვოკატობა და სწორი ინფრომაციის მიწოდება საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე. შესაბამისად, სოციალურ მუშაკთა ასოციაცია წევრებისთვის გამართავს შეხვედრას ამჟამინდელი პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, COVID_19 საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში მოხდება ვაქცინაციის მნიშვნელოვნების შესახებ არსებული ინფორმაციის გაცნობა, მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვა, ასევე, აქცენტი იქნება დასმული იმ მითებზე, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ვაქცინაციის პროცესს.
შეხვერა გაიმართება Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, შეხვერის ბმულს მიიღებთ შეხვედრაზე რეგისტრაციის შემდგომ. გაითვალისწინეთ რომ შეხვედრის ონლაინ ფორმატი ითვალიწინებს შეხვედრის ორ ნაწილს, დასაწყისში ინფმორმაციის გაცნობას, ხოლო მეორე ნაწილი მხოლოდ ვაქცნინაციის შესახებ, კითხვა-პასუხის რეჟიმს.
შეხვედრა გაგრძლდება 1.30 საათი. რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში გაითვალიწინეთ, რომ აუცილებლად უნდა დაესწროთ შეხვედრას, რადგან სია წინასწარ შედგება და შესაბამისად, შეხვედრაზე დასწრება შეზღუდულია!
რესიტრაციის ვადა: 28.08.2021, 18:00 საათი