ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

IFSW სოციალური მუშაობის ევროპული კონფერენცია 2021

სოციალური მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFSW) და ხორვატიის სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 2021 წლის 11-13 ოქტომბერს გამართა კონფერენცია სახელწოდებით “IFSW სოციალური მუშაობის ევროპული კონფერენცია 2021“ („IFSW EUROPEAN CONFERENCE ON SOCIAL WORK 2021“).

კონფერენციის მიზანი იყო საშუალება მიეცა სხვადასხვა ქვეყნის სოციალური მუშაკებისთვის, სოციალურ მუშაკთა ორგანიზაციებისთვის გაეზიარებინათ სფეროში დაგროვილი  ცოდნა და გამოცდილება სოციალური მუშაობის მომსახურების შესახებ, რომელიც ეფექტურია პანდემიით გამოწვეულ არასტაბილურ და მუდამ ცვალებად დროში; რა წვლილი შეაქვს სოციალური მუშაობას ფისქოსიციალური რისკების წინაშე მდგომი თემების, ოჯახების და ინდივიდების მედეგობის შენარჩუნების, უფლებების დაცვისა და სოციალური ერთიანობის შენარჩუნების პროცესში. სოციალური მუშაობის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს სოციალური მუშაკების ცოდნის გაღრმავებას და კომპეტენციების გაძლიერებას lifelong (ცხოვრების განმავლობაში) პერსპეტივით.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ევროპის 28 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოც - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე, შორენა საძაგლიშვილი.  შორენა  მონაწილეობას იღებდა 12 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში სახელწოდებით “Re-imagining social work education in a Global pandemic: The social work student connect experience”, სადაც მოხსენებით „სოციალური მუშაობის სწავლება პანდემიის დროს service learning-ის საშუალებით“ („Teaching social work during pandemic through service learning”) წარსდგა. ისაუბრა service learning-თან დაკავშირებით, კერძოდ თუ რა დამატებით შესაძლებლობას აძლევს service learning-ი სოციალურ მუშაკებს (პროფესიონალებს, სტუდენტებს) დაეუფლონ ახალ უნარებს პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.