ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

1 დეკემბერი - მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

1 დეკემბერი მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა,  რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის და გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ არის დაწესებული, 1988 წლიდან. 

აღნიშნული დღის მიზანი, საზოგადოებაში აივ ინფექციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება,  მის სიმბოლოს წითელი ბაფთა წარმოადგენს.

წლების განმავლობაში აქცენტი კეთდებოდა ისეთ საკითხებზე, რომელიც მოიაზრებდა  გლობალური სოლიდარობის ხაზგასმასა და გაზიარებული პასუხისლმებლობას.  2021 წლის მთავარ მესიჯს,“End inequalities. End AIDS”, რომელიც ხაზს უსვამს უთანასწორობის დასრულებასა და შიდსის გავრცელების შემცირებას.

პრევენციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების აზრით, შიდსის ეპიდემიასთან გასამკლავებლად, მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს ინფორმაციაზე და შესაბამის სექსუალური და რეპროდუქციული  ჯანდაცვისა მომსახურებებზე  ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ უზრუნველყოფილი. სამედიცინო მომსახურებაზე სრული ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს რისკის ჯგუფში მყოფ მოსახლეობასაც.

დღესღეობით  კი Covid-19-ით გამოწვეული  პანდემიის გათვალისწინებით, რომელიც ჯანრთელობის გლობალურ კირიზისად იქცა, ამძაფრებს უთანასწორობას  და  ართულებს მომსახურებებზე წვდომას. აღნიშნული კი  კიდევ უფრო ართულებს შიდსით დაავადებული ადამიანების ცხოვრებას.

სოციალური მუშკები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, აივ დადებითი პირებისთვის, როგორც პირდაპირი კონსულტაციების  მიზნით, ასევე მკურნალობით ჩარევისა და სოციალური და სამართლებრივი ადვოკატობის ნაწილში.  სოციალური მუშაკები ფლობენ ცოდნას და უნარებს ეფექტურად იმუშაონ აივ დადებითი სტატუსის მქონე პირებთან. მათ შორის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან და ბავშვებთან. სოციალურ მუშაკებს გააჩნიათ ადამიანებთან მუშაობის უნიკალური უნარები და ცდილობენ გააძლიერონ მოწყვლადი ჯგუფები,  მათი გარემოს შესაბამისად და მხარს უჭერსენ ცვლილებას, რომელიც საუკეთესოდ ესადაგება მათ საჭიროებებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფო დონეზე, სამედიცინო მიმართულებით აქცენტი გაკეთდეს სოციალური მუშაკების  აქტიურ ჩართულობაზე და მის როლზე, ზემოთ წარმოდგენილი პრობლემების პრევენციის მიზნით.