ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორსო დღე აღნიშნება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნონიერების ამაღლება, რომ  ქალები განურჩევლად მათი წარმოშობის, რასის, ეთნიკურობის, რელიგიის, ორიენტაციისა ხდებიან გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი. ამასთან, მიზანია კიდევ ერთხელ ყურადღება იქნას გამახვილებული გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობაზე და დაანახოს მსოფლიოს  მოცემული საკითხის  სიმწვავის მასშტაბები და წარმოაჩინონ რეალობა, რაც უმეტეს წილად დამალულია.

მიმდინარე წელს კამპანიის მთავარი გზავნილია: ნარინჯისფერი სამყარო: დაასრულეთ ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გამანადგურებელი ფორმაა. ძალადობას უარყოფითი გავლენა აქვს არა მხოლოს დაზარალებულზე, არამედ მათ ოჯახებზე და გარემოცვაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ქალების ერთ-მესამედს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ძალადობა. ხოლო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ქალთა 9%-ს სექსუალური ძალადობა ბავშვობაში გამოუცდია.  არსებული სხვადსხვა სტიგმის გამო კი, ძალადობა ხშირად გაუხმაურებელი, დაფარულია. რის შედეგადაც მოძალადეთა უმეტესობა დაუსჯელი რჩება.

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა არ წარმოადგენს გადაუჭრელ პრობლემას და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია ყოვლისმომცველი მიდგომით, რომელიც ებრძვის ძირეულ მიზეზებს, გარდაქმნის მავნე სოციალურ ნორმებს, უზრუნველყოფს მომსახურებას, იცავს ქალთა უფლებებს და ძალადობის მსხვერპლებს, ახორციელებს ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებს,  და უზრუნველყოფს მათ დახმარებას.

COVID-19-ის გავრცელების შედეგად, ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ქალებისა და გოგონების მიმართ ყველა სახის ძალადობა, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობა გაიზარდა. ამას ადასტურებს გაეროს ქალთა ფონდის კვლევის ანგარიშიც, რომელიც ეფუძნება 13 ქვეყნის  მონაცემებს. რომლის მიხედვითაც COVID-19-მა მინიმუმამდე დაიყვანა ქალების უსაფრთხოების განცდა, როგორც სახლში, ისე საჯარო სივრცეში და მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია, როგორც მათ გონებრივ, ასევე ემოციურ მდგომარეობაზე და კეთილდღეობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის მონაცემებით გაიზარდა ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მომართვიანობა, რის შედეგადაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 3957 პირის მიმართ, რაც წინა წლების მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.  ამასთან, გაიზარდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივიით ჩადენილი  დანაშაული. 2020 წლის 9 თვის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმარ და დაფიქსირდა 19 ქალის მკვლელობა და 20 ქლის მკვლელობის მცდელობა, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

სოციალური მუშაკის როლი უმნიშვნელოვანესია ქალთა და გოგონათა ნებისმიერი ტიპის ძალადობის, ეს იქნება ფიზიკური, ემოციური, სექსუალური და ა.შ. აღმოფხვრაში. ამასთან, სოციალურ მუშაკს უდიდესი როლი ენიჭება ადრეული ქორწინების შემთხვევებზე მუშაობის პროცესში და პრევენციაში. აგრეთვე, სოციალური მუშაკის როლი არ უნდა დაგვავიწყდეს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების შემთხვევაში, როდესაც ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ასეთ შემთხვევებში, როგორც აღინიშნა ხშირ შემთხვევაში მოძალადე რჩება დაუსჯელი, რადგან სხვადსხვა მიზეზის გამო ხდება დანაშაული დაფარვა.

ზემოთ განხილული საკითხებიდან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების და სირთულეების წინაშე დგანან ქალები/გოგონები. ამასთან, სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი მომსახურებები და ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება ძალადობის შემთხვევების ეფექტური მონიტორინგი. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლის გაზრდა ქალების და გოგონების ძალადობის აღმოფხვრის პროცესში. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო კამპანიას! 

სოციალური მუშაკის როლი ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ და პრევენციულ საქმიანობაში უნიშვნელოვანესია. აღნიშნული კამპანია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი როლი ძალადობისაგან თავისუფალი, ნათელი მომავლის მისაღწევად.