ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

კონფერენცია: ძლიერი მშობელი ბავშვის ფუნქციონირების ხელშეწყობაში

2021 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო MAC Georgia-ს მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე მშობელთა ეროვნულ კონფერენციაში  - ძლიერი მშობელი ბავშვის ფუნქციონირების ხელშეწყობაში.

კონფერენციის სესიის მიმდინარეობისას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა ირმა ბებერაშვილმა ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე - თუ რას გულისხმობს ბიოფსიქოსოციალური მიდგომა, რა სიახლეებს შემოიტანს ბიოფსიქოსოციალური მოდელი, რას გულისხმობს შემთხვევის მართვა, ფუნქციონირების შეფასება და მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა. ამასთანავე, კონფერენციის სესიის მიმდინარეობისას მშობლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ განხორციელებული ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესების შესახებ, გაზიარებულ იქნა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირებების შედეგები და სამომავლო მიზნები.

ბიოფსიქოსოციალური მოდელების განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებს, მშობლებს, რომელთა შეფასების პროცესებში ჩართვა და უკუკავშირები არსებითი მნიშვნელობის მატარებელია სამომავლო ცვლილებისთვის.