ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

57 ასპექტი სოციალური მუშაობის კვლევის შესახებ

გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ჩვენი სამეცნიერო კონფერენციის შედეგად შემუშავდა მიგნებების კრებული "57 ასპექტი სოციალური მუშაობის კვლევის შესახებ". ავტორები: დვალიშვილი, დარეჯან MSW, დოქტორანტი, აშშ; კილაბერია, თინა PhD, MSW; საითაძე, ინგა PhD, MSW; საძაგლიშვილი, შორენა PhD, MSW; ფარცხალაძე, ნათია PhD, MSW; შატბერაშვილი, ნინო PhD, MSW

შეგახსენებთ ონლაინ კონფერენცია "სოციალური მუშაობა სოციალური ცვლილებებისთვის" 2021 წელს გაიმართა. კონფერენციის პირველი დღე დაეთმო “სოციალური მუშაობის სამეცნიერო კვლევის მთავარი მახასიათებლების” განხილვას, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საქართველოში მეცნიერების დარგში მომუშავე პროფესორები, ასევე, საერთაშორისო უნივერსიტეტებში (აშშ) მომუშავე ქართველი მეცნიერები/დოქტორანტები სოციალური მუშაობის მიმართულებით.

დისკუსია მიზნად ისახავდა სოციალური მუშაობის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მახასიათებლების/ასპექტების ჩამოყალიბებას. დოკუმენტში წარმოდგენილია დისკუსიის საფუძველზე ჩამოყალიბებული რეკომენდაციები, სოციალური მუშაობის კვლევის თავისებურებები და ძირითადი ასპექტები. კონფერენციაზე გამოთქმული კვალიფიციური მოსაზრებები დაეხმარება სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამებს უპასუხონ არსებულ გამოწვევებს და დახვეწონ სოციალური მუშაობის სწავლება სადოქტორო დონეზე.