ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ცნობილი სოციალური მუშაკები - ჯონ ამოსი

ჯონ ამოსი

მსახიობი

დაიბადა 1939 წლის 27 დეკემბერს

მსახიობი ჯონ ამოსი დაიბადა ნიუჯერსიში. იგი ცნობილია თავისი შესრულებული როლებით CBS-ის ტელე სერიალში, Good Times/კარგი დრო და მინი სერიალში Roots,  რომლითაც წარდგენილი იყო ემის ნომინაციაზე.

თავდაპირველად სწავლა დაიწყო კალიფორნიის Long Beach City College-ში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ხარისხი სოციოლოგიაში და აიმაღლა კვალიფიკაცია სოციალურ მუშაობაში. ამოსი მუშაობდა, როგორც რეკლამების განმთავსებლად და სოციალურ მუშაკად  „the Vera Institute of Justice“ ნიუ ორკში, მანამ სანამ თავის თავში არ აღმოაჩინა მსახიობობის ნიჭი.

მნიშვნელოვანი ციტატები - რასიზმზე, მონობაზე და კულტურაზე/ტრადიციაზე

”ვფიქრობ ყველა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეზე აღმოჩნდნენ  - ლიბერალუ, კონსერვატიულ,  რასისტულ თუ არატოლერანტულ, სულ ერთია - ყველაზე არსებული კულტურის/პერიოდის გავლენის ქვეშ იყო. ყველამ იცოდა რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა, რომ ჩვენი ისტორიის მხარე, როგორც ამერიკა და ამერიკელები, მანამდე არასოდეს გახმაურებულა... სისასტიკე რომელიც იყო მონობის პერიოდში... დაუჯერებელია... წარმოუდგენელი საშინელებაა...  ასე რომ, დიახ, ამერიკა ცოტა ხნით მიყვა ამ „ტრადიციას“/“შეხედულებას“, თუმცა შემდეგ დრო შეიცვალა და სხვა პრიორიტეტებმა დაიკავეს ადგილი“.