ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სსმა-ის განცხადება არასრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ეხმიანება 24 იანვარს მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც ასახულია პოლიციელის მიერ არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე ძალადობის ფაქტი მეტროპოლიტენში.

საქართველოს კანონით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ნებისმიერი უწყების და ზოგადად სახელმწიფო ვალდებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასათანადო მოპყრობის,  ძალადობისგან  და დისკრიმინაციისგან დაცვა.

საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო დოკუმენტებით  სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქეები ნებისმიერი სახის უფლებების დარღვევისგან და ამ დროს ვხედავთ სახელმწიფოს წარმომადგენელი, კანონის აღმასრულებელი როგორ ძალადობს არასრულწლოვანზე, მიმართავს დამამცირებლად. სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელი ფაქტია! მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.