ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ცნობილი სოციალური მუშაკები - მერი რიჩმონდი

მერი რიჩმონდი

ამერიკელი პიონერი სოციალური მუშაკი

(1861-1928) 

მერი რიჩმონდის ნაშრომებმა გარდამტეხი როლი ითამაშა სოციალური სამუშაოს პროფესიის ჩამოყალიბებაში.

მერი რიჩმონდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო თემის ორგანიზების უნარი, აგრეთვე სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე გონივრული სწავლებისა და ლაპარაკის უნარი.

1889 წელს მან დაიწყო საქველმოქმედო ორგანიზაციაში, საზოგადოების სახაზინო ასისტენტად მუშაობა, რომელიც ინგლისურად "COS - Care Outreach Specialist " - ის სახელით არის ცნობილი. იქიდან, ის გახდა პირველი ქალი, ვინც დაიკავა თანამდებობა, რომელსაც ტრადიციულად მამაკაცები იკავებდნენ.

1917 წელს, 56 წლის ასაკში, მან ნაშრომში ასახა თხუთმეტ წლიანი გამოკვლევა და 2 800 შემთხვევა, რომელზეც  იმუშავა თავის პირველ წიგნში, რომელიც ეძღვნებოდა სოციალური მუშაობის ტექნიკასა და მეთოდებს, სახელწოდებით „სოციალური დიაგნოზი“.

რიჩმონდი თავის წიგნში - „სოციალური დიაგნოზი“  ამუშავებს ადამიანის ფილოსოფიაზე დაფუძნებულ კონცეფციებს და ამტკიცებს, რომ ადამიანები არ არიან შინაური და დამოკიდებული ცხოველები, არამედ არიან ლოგიკური მსჯელობის მქონე არსებები.

მერი რიჩმონდის ნაშრომში „სოციალური დიაგნოზი", პირვლად განისაზღვრა სოციალური სამუშაოს ადამიანებთან უშუალო პრაქტიკის ძირითადი პრინციპები, მეთოდები და სოციალური სამუშაოს სხვადსხვა ტიპები. მერი რიჩმონდის ნაშრომი შეიძლება ჩაითვალოს სოციალური სამუშაოს, როგორც პროფესიის, დაფუძვლების ფუნდამეტურ ნაშრომად.