საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პირველივე დღეებიდან აქტიურად თანამშრომლობს თემის წევრებთან. მართავს შეხვედრებს მათთან, განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებსა და დოკუმენტებს, აცნობს შუალედურ შედეგებს და ა.შ.
პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ხორციელდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.
წინა პილოტების მსგავსად მიმდინარე პილოტის ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მუშაობა თემის წევრებთან.
თემის წევრებმა შეხვედრებისას გამოკვეთეს ბიოფსიქოსოციალური მოდელის შესახებ გზამკვლევის შემუშავების საჭიროება.
აღნიშნულ საჭიროებაზე საპასუხოდ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ შეიმუშავა გზამკვლევი ბიოფსიქოსოციალური მოდელის შესახებ.
გზამკვლევის განხილვა მოხდება MAC Georgia-ს მიერ ფორმირებულ კომიტეტში, რომელშიც თემის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი.
მათგან მიღებული უკუკავშირების საფუძველზე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გზამკვლევის საბოლოო ვერსიას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ თემის თითოეულ წევრს აქტიურობისა და პროცესებში საინტერესო ჩართულობისთვის!