საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მართავს ვებინარს თემაზე - "ფსიქიკური ჯანმრთელობა და წამალდამოკიდებულება: ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების გავლენა ადამიანის ტვინის ქიმიურ აგებულებაზე, ორმაგი დიაგნოზების მკურნალობა ამერიკაში და აღნიშნული კუთხით არსებული გამოწვევები საქართველოში."
ვებინარი გაიმართება 27 ივნისს 17 საათზე. ვებინარს გაუძღვება გიორგი მინასოვი. გიორგის აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით და ფლობს ექსპერტიზას. მიღებული აქვს აკადემიური განათლება, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გიორგი 2014 წლიდან მუშაობდა შპს „ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სტაციონარულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. 2015-2017 წლებში მუშაობდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში ადამიანის უფლებათა ტრენერად ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. 2017-2018 წლებში სწავლობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ინდოეთის იურისტთა საზოგადოების საერთაშორისო ერთწლიან პროგრამაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები.“ 2020 წელს სწავლობდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
2021-2022 წლებში ჰიუბერტ ჰამფრის პროგრამით სწავლობდა ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Virginia Commonwealth University / VCU) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ადიქციის პოლიტიკისა და კვლევების კუთხით. ამჟამად გიორგი აგრძელებს პრაქტიკას ჰაუარდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ბიჰევიორული განყოფილების სტაციონარულ და ამბულატორიულ განყოფილებებში კლინიკური სოციალური მუშაობის კუთხით.
ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, შეხვედრის ლინკი გადმოგეგზავნებათ 27 ივნისს, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 27 ივნისი, 12 საათი