კონფერენციის მიზანი: კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებზე ფოკუსირებული გლობალური პროფესიის - სოციალური მუშაობის - შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
კონფერენციის დევიზი: ადამიანის უფლებების განვითარება გლობალურ სოციალურ პროფესიაში
კონფერენცია ეძღვნება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის 18-წლიან მოღვაწეობას.
კონფერენცია ეძღვნება ადამიანის უფლებათა დღეს (ყოველწლიურად ეს დღე 10 დეკემბერს აღინიშნება) - დღე, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წელს მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
სოციალური მუშაობის განვითარების საერთაშორისო ანალიზმა აჩვენა, რომ სოციალური მუშაობის პრაქტიკა განსხვავებულად განვითარდა ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების კონტექსტში და ის თვითმყოფადია კონკრეტული კულტურებისა და ქვეყნებისთვის. თუმცა, გლობალიზებულ სამყაროში სოციალური პრობლემების ტრანსნაციონალიზაციის პროცესში, ადამიანის უფლებების, როგორც ძლიერი ინსტრუმენტის მნიშვნელობა სოციალური მუშაობის სფეროში უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამრიგად, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაობის, როგორც გლობალური პროფესიის, ე.წ. „სუპერეროვნული“ და სამეცნიერო სფეროს მნიშვნელობის ამაღლება და ისეთ საკითხებზე ყურადრების გამახვილება, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების პრობლემების მოგვარება, ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები, უსახლკაროები, ხანდაზმულები და ა.შ. სოციალური მუშაობის, როგორც გლობალური პროფესიის პოპულარიზაციის ერთ-ერთი პირდაპირი გზაა პროფესიონალებს შორის საერთაშორისო დიალოგის ხელშეწყობა.
აღნიშნული კონფერენცია ყველაზე მეტად დააინტერესებს სოციალური მუშაობის სტუდენტებს, ლექტორებს და პრაქტიკოსებს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, თანაორგანიზატორები არიან ევოკავშირის პროექტი “Strengthening Social Protection in Georgia”, რომელსაც ახორციელებს Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.
კონფერენციის ხანგრძლივობა: 2 დღე
კონფერენციის ფორმატი: კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში პირისპირ და Zoom ფორმატში ერთდროულად.
აბსტრაქტები მიიღება შემდეგი სამი მიმართულებით:
(1) კვლევითი პრეზენტაციები, რომლებიც აღწერს, თუ როგორ შეუწყო ხელი კვლევამ ინდივიდებში, ჯგუფებში, ორგანიზაციებში, თემებში ადამიანის უფლებების განხორციელებას.
(2) კრიტიკული მოსაზრებები სოციალურ ინტერვენციებსა და პროგრამებზე, კანონებზე, თეორიებზე ადამიანის უფლებების ჭრილში.
(3) სოციალური პროექტები/აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მაგალითად, ვიდეო მასალები, რომლებიც აღწერს სოციალურ აქტივობას, რომელიც მიზნად ისახავდა ადმიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
აბსტრაქტი შესაძლებელია იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლის სფეროში, რაც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმირებულობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
თემები:
1. მოზარდისა და ახალგაზრდობის განვითარება
2. დაბერების სერვისები და გერონტოლოგია
3. ბავშვთა კეთილდღეობა
4. სათემო სოციალური მუშაობა
5. შეზღუდული შესაძლებლობა
6. გენდერი
7. ჯანმრთელობა
8. უთანასწორობის, სიღარიბის და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა
9. ემიგრანტები, ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული პირები
10. ფსიქიკური ჯანმრთელობა
11. ვეტერანები და მათი ოჯახები
12. რასა და ეთნიკური წარმომავლობა
13. ნივთიერებების ავად მოხმარება და ადიქცია
14. მდგრადი განვითარება, ურბანიზაცია და გარემოსდაცვითი სამართალი
15. ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა
16. სამუშაო და სამუშაო-ცხოვრების პოლიტიკა და პროგრამები
და სხვა თემები.
თითოეული თემის განხილვა შესაძლებელია ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტში.
9 ოქტომბერი - სტუდენტური დღე: კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი სტუდენტები ჩეხეთიდან, ლიეტუვადან და ფინეთიდან.
კონფერენციის პირველი დღე ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება. საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ნაშრომებს თავიანთი ქვეყნებიდან Zoom პლატფორმის საშუალებით. უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად.
10 ოქტომბერი: ადამიანის უფლებების საკითხების ჩართვა სოციალური მუშაობის სასწავლო გეგმაში და სოციალური სამუშაო განათლების გამოწვევები საქართველოში (ქართულ ენაზე)
კონფერენციის მეორე დღე დაეთმობა მრგვალი მაგიდის ფარგლებში დისკუსიას, კერძოდ, სოციალური მუშაობის, როგორც ადამიანის უფლებათა პროფესიის განვითარების დინამიკას საქართველოში, ასევე, განიხილება დაგროვილი გამოცდილებები ამ მიმართულებით. დისკუსია ძირითადად ფოკუსირებული იქნება საქართველოში სოციალური მუშაობის განათლების გამოწვევებზე და ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტებში სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამების განვითარების სამომავლო გეგმებზე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ექსპერტები, საერთაშორისო, სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სადისკუსიო პანელის პარალელურად მოეწყობა სემინარი სტუდენტებისთვის. სემინარის თემაა ადამიანის უფლებები და სოციალური მუშაობის განათლება - ადამიანის უფლებების პრაქტიკა სოციალურ მუშაობაში.
აბსტრაქტის წარდგენა:
კონფერენციაზე აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.
განაცხადის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ აბსტრაქტების წარდგენის ფორმა. აბსტრაქტის წარდგენის ენა: ქართული ან ინგლისური.
აბსტრაქტების წარდგენა უნდა შეიცავდეს შემდეგს:
პრეზენტაციის სათაური
ავტორ(ებ)ის სახელი
ორგანიზაცია/უნივერსიტეტი
3-5 საკვანძო სიტყვა
აბსტრაქტის ტექსტი (300 სიტყვა ან ნაკლები, მაქსიმუმ 3000 სიმბოლო) მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოცემულ სტრუქტურას:
- კონტექსტი
- კვლევის/ნაშრომის მიზნები
- მეთოდოლოგია (თუ არის ასეთი)
- ძირითადი შედეგები
- ზოგადი დასკვნა
აბსტრაქტის ატვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 30 ნოემბრამდე.
გთხოვთ, კონფერენციასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვით მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it., სათაურის ველში მიუთითეთ "აბსტრაქტი სტუდენტური კონფერენცია".
ნაშრომის მიღების შემდეგ, თქვენ გამოგიგზავნით კონფერენციისთვის Power Point-ის პრეზენტაციის სპეციალურ ფორმატს, რომელიც უნდა გამოიყენოთ თქვენი პრეზენტაციის მოსამზადებლად.