9 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროგრამის სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტის INSIDE OUT ფარგლებში ბავშვთა ქალაქ მზიურის კაფე „მზიურის“ ტერიტორიაზე გამართეს სოციალური აქცია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ბავშვთა მიმართ ძალადობის მდგომარეობის შესახებ.
რეალობის გარეთ გამოსატანად პროექტის სოციალური აქტივობის ფარგლებში სტუდენტებმა გადაიღეს 47 აქტივისტის ფოტოპორტრეტი, რომელთაც ახლავს მკაფიო გზავნილები ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები. ღონისძიებაზე განხორციელდა პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოპორტრეტებისა და პოსტერების ინსტალაცია. “INSIDE OUT” პროექტის არსი: გლობალური მონაწილეობის უზრუნველყოფითა და კონკრეტული გზავნილების გავრცელებით მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა. პროექტი ახალგაზრდა ფრანგი ხელოვანის ჯეი არის წამოწყებულია.
მოქალაქეებს აქვთ საშუალება, პოზიცია გამიხატონ. “INSIDE OUT” სათქმელის საზოგადოებამდე მისატანად სათანადო პლატფორმას ქმნის პირადი მოსაზრების ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის გზით. ამჯერად 138 ქვეყნის 2329 ჯგუფური აქციაა განხორციელებული, რომლებიც თემატურადაც მრავალფეროვან, კონკრეტული ქვეყნისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს.
აქცია განხორციელდა პროექტის "სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ექსპერტიზ ფრანსის (Expertise France) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.