საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აგრძელებს ჩეხ კოლეგებთან შეხვედრებს და გიწვევთ ლექციაზე „თემთან სოციალური მუშაობა“.
ლექციის დრო: 18 მაისი, 2023, 18 საათიდან - 20 საათამდე
ლექციის ჩატარების ადგილი: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ალ. ყაზბეგის გამზ. N44, მე-2 სართული
მომხსენებელი: პროფესორი ნატაშა მატულაიოვა (Natasa Matulayova)
ნატაშა მატულაიოვა (Natasa Matulayova) გახლავთ ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის (Palacký University) წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტის პროფესორი. მისი ინტერესის სფეროებია: მაკრო დონის სოციალური მუშაობა, თემის სოციალური მუშაობა, სკოლის სოციალური მუშაობა, მოხალისეობა, განათლება და სოციალური მუშაობა მოწყვლად ჯგუფებთან. იგი აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული პროექტების განხორციელებაში, მათ კოორდინაციაში, შეფასებასა და მონიტორინგში. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სოციალური კაპიტალის მშენებლობაზე, პარტნიორობის დამყარებაზე, რეგიონულ განვითარებაზე, თემის განვითარებასა და სტრატეგიულ დაგეგმვაზე. უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე.
ლექციის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი!
დასასწრებად საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 მაისი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, პირველ 15-20 რეგისტრირებულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა დაესწროს ლექციას.