პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ 27 და 30 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი ხანდაზმულთა ძალადობის წინააღმდეგ, გორსა და დმანისში. ტრენინგს ესწრებოდნენ შინ მოვლის და ჯანსაღი დაბერების ცენტრის თანამშრომლები.
ამასთან, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ შეიმუშავა ხანდაზმულთა ძალადობის მართვის შიდა პროცედურები და შესაბამისი შეფასების ფორმები სოციალური მუშაკებისთვის, ექთნებისთვის. სწორედ აღნიშნული ტრენინგი შეეხებოდა ამ დოკუმენტის გაცნობას, აგრეთვე მოიცავდა ხანდაზმულთა უფლებებს, მიმართვის, გადამისამართების მექანიზმს და ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას და სხვა.