ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებთან

10 ოქტომბერს აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. ამ დღეს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანები საუბრობენ საკუთარი საქმიანობის ხიბლსა და მნიშვნელობაზე, უზიარებენ ერთმანეთს და დაინტერესებულ პირებს გამოცდილებასა და იდეებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ფსიქიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. 
 
10 ოქტომბერს 11 საათზე ასოციაციას აქვს პატივი, მოგიწვიოთ შეხვედრაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებთან.
 
შეხვედრაზე, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ჩვენი კოლეგები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ქართულ რეალობას, დასვან კითხვები, გამოთქვან აზრები და რეკომენდაციები, გაიღრმავონ ცოდნა და წარმოდგენა ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხებზე.