სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა შეხვედრას სხვადასხვა სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეები დაესწრებიან. მოსწავლეებთან აღნიშნული შეხვედრის გამართვა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" წარმომადგენლის - სოფო ბაჩილავას ინიციატივით მოხდება. პროგრამას USAID-ის დაფინანსებით PH International საქართველოს 480 სკოლაში ახორციელებს.