21 თებერვალს ასოციაციაში გაიმართება ჩვენი ამერიკელი კოლეგის ქ-ნი კიმ სტრომ-გოტფრიდის სემინარი „სუპერვიზიის ეთიკა“.
მოგეხსენებათ, პროფესიული სუპერვიზიის მნიშვნელობა პრაქტიკული საქმიანობისათვის, ისიც ცხადია, რომ სუპერვიზიის პროცესი ეთიკური დილემების წინაშე ხშირად აყენებს პროფესიონალს, ამასთან გამკლავებას კი ღრმა ცოდნა სჭირდება. სუპერვიაზორებს დამატებითი პასუხისმგებლობა აქვთ მათი სუპერვიზიის ქვეშ მყოფთა პროფესიისთვის შესაფერისი ქცევის ფორმირებასა და ჯეროვანი პრაქტიკის განხორცილებაში. შესაბამისად, სემინარი განიხილავს ეთიკის ძირითად პრინციპებს ეფექტიანი სუპერვიზიისთვის და მისი წარმატებით წარმართვის სტრატეგიას.
USAID/HICD 2020 მხარდაჭერით, ასოციაცია ქ-ნ კიმს მეორედ მასპინძლობს. ქ-ნ კიმი არის სოციალური მუშაობის დოქტორი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის, ეთიკისა და პოლიტიკის მართვის ოფისის ხელმძღვანელი. იგი კონსულტირებას გვიწევს პროფესიული განვითარების საკითხებზე. მისი მხარდაჭერით ვმუშაობთ პროფესიული ტიტულის დაცვისა და პროფესიული ეთიკის საკითხებზე.
სემინარი გაიმართება ინგლისურ ენაზე, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულად.