ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ნეიროგანვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე ბავშვთა და მოზარდთა კრიზისული ინტერვენციის პროგრამისათვის. მოთხოვნები: 1) სოცმუშაკის ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი,ან მისი ტოლფასი სერტიფიკატი; 2) ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი თავისუფალი; დატვირთვა-თვეში საშუალოდ 15-20 ვიზიტი. ანაზღაურება ვიზიტების რაოდენობის მიხედვით.
მსურველებს რეზიუმეს გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვრცლად...

  სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებშიგანცხადება ქვე–გრანტების პროგრამის შესახებ
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, აცხადებს განაცხადების მიღებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და როლის გასაძლიერებად საქართველოში ადგილობრივი სოციალური სექტორის განვითარებაში.
მოხარულნი ვართ, მოვიწვიოთ საქართველოში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ან ძირითად საქმიანობას ეწევიან რეგიონებში დედაქალაქს გარეთ, განაცხადების შემოსატანად ქვე–გრანტზე მიზნობრივი ქვე–გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში“ ნაწილია.
  პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციის „ჰილფსვერკ ავსტრია“ მიერ ოთხ ადგილობრივ პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიცაა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია. პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვაში სოციალური მუშაობის ცნებისა და სოციალური მუშაობის მომსახურებებისადმი ხელმისაწვდომობის განვითარებისა და გაძლიერების მეშვეობით პროექტში ჩართულ ოთხ ქვეყანაში.
ვრცლად...

სოციალურ მუშაკთა ასოციაცია „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ განახლებული საბჭოს შემადგენლობაში მოხვდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საბჭოს ახალ შემადგენლობასთან ერთად საბჭოს წევრი ორგანიზაციის სტატუსით განაგრძობს მუშაობას. კოალიციის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით გამოვლენილი შედეგების მიხედვით, კოალიციის საბჭოს წევრი ორგანიზაციები გახდნენ:
  •  გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ოფისი - Save the Children International Georgia
  •  საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია - GASW
  •  საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
  •  საქართველოს ბავშვები - CoG
  •  პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR
  •  ვორლდ ვიჟენ საქართველო - WV
  •  პარტნიორობა ბავშვებისთვის /P4C
ვულოცავთ აღნიშნულ ორგანიზაციებს საბჭოს წევრობას და ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.
ვრცლად...

  საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლის პერსონალს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგი შეეხებოდა ძალადობის ნიშნების ამოცნობას და ბავშვთა ძალადობის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტების უფლება-მოვალეობების გაცნობას, ასევე, მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის პრინციპებს, ერთმანეთის ფუნქციების გამიჯვნასა და ინდივიდუალური გეგმის შედგენას.
ვრცლად...

  10 იანვარს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სოციალურ მუშაკთა კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა.  კლუბი დაარსდა 2016 წლის ოქტომბერში. კლუბის ადმინისტრაციის მხრიდან (თეონა გვალია, რეზო ხვედელიძე, სალომე დანელია) შეხვედრაზე წარდგენილ იქნა სტატია, რომელშიც    განხილულ იქნა მოტივაციური სოციალური მუშაობა, განსაკუთრებით, ბავშვებთან და რეზისტენტულ მშობლებთან მუშაობისას. 
 აღნიშნულ საკითხზე წარიმართა დისკუსია კლუბის წევრებს შორის. მათ გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება  „მოტივაციური ინტერვიუს“ ტექნიკის თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნასთან დაკავშირებით და, ასევე, განხილულ იქნა „მოტივაციური ინტერვიუს“ ტექნიკა კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში.
შეხვედრის  ბოლოს მონაწილეებმა იმსჯელეს სასურველი სამუშაო ფორმატის შესახებაც და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება კლუბის ჯგუფი სოციალურ ქსელში, სადაც თავისუფლად შეძლებენ გაწევრიანებას სოციალური მუშაკები.
ვრცლად...

    17-18 დეკემბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და კავშირი ,,ჩვენი ბავშვების’’ მონაწილეობით განხორციელდა შეხვედრა/ტრენინგი აჭარის რეგიონში, კერძოდ ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან. შეხვედრის ორგანიზება მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და მისი ახალგაზრდული ცენტრის მიერ.
  ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 20 მშობელი და ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რამდენიმე წარმომადგენელი. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე და იმ ფიზიკურ, ინსტიტუციურ და დამოკიდებულებით ბარიერებზე, რომლებსაც აწყდებიან ისინი თავიანთ რაიონში ამ მიმართულებით. ტრენინგის მონაწილეებისა და შეხვედრის წამყვანების  მიერ მოხდა ასევე გამოცდილების გაზიარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და საჭიროებების ადვოკატობის მიმართულებით და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.
მშობელთა ჩართულობა იმდენად აქტიური იყო რომ ამავე შეხვედრაზე მათი ინიციატივით ჩამოყალიბდა ხელვაჩაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბი, რომელიც მუშაობას დაიწყებს ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით.
ვრცლად...