ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

In the week of October 24th-28th, the Georgian Association of Social Workers (GASW) hosted a study visit for their partnering associations from Armenia, Azerbaijan and Moldova within the project “Social Workers in collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები, კავშირი „ჩვენი ბავშვების“ დამფუძნებელთან ერთად, 18 ოქტომბერს სურამის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი შშმ ბავშვების მიმართ მიმღებლობის გაზრდა და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა იყო. 
შეხვედრაზე, რომელიც სკოლის დირექციის მხრიდან იყო ინიცირებული, ასოციაციის წარმომადგენლებმა - ნათია მაჭარაშვილმა და გურანდა თეთრაძემ - ისაუბრეს შშმ პირებთან დაკავშირებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მითებზე და მათ შესაბამის რეალობაზე, ასევე, მისაღებ ტერმინოლოგიაზე, კომუნიკაციის სტრატეგიებზე და სოციალური ინკლუზიის მნიშვნელობაზე. კავშირი „ჩვენი ბავშვების“ წარმომადგენელმა ლია ტაბატაძემ ისაუბრა შშმ ბავშვების საჭიროებებზე, ასევე, მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან განსახორციელებელ ქმედებებზე, რათა მოხდეს ყველა ბავშვისთვის თანაბარი უფლებებისა და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ჩართულია „ოჯახში ძალადობის შემცირების“ პროექტში, რომელიც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე კახეთის რეგიონის წევრებს შეხვდა თელავში. კოლეგებმა განიხილეს პროფესიული მიღწევები, გამოწვევები, ახალი მომსახურებების საჭიროებები, მათ წინაშე არსებული სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემები და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე.
ვრცლად...


საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომლები ნატალია ბედიანაშვილი და ასოციაციის თავჯდომარე ნინო შატბერაშვილი ,,ჩეხეთის კარიტასი საქართველოში“ პროექტის ,,შშმ პირებისთვის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში თელავში შეხვდნენ კახეთის რეგიონში შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე და პარტნიორი ორგანიზაციის ,,საქართველოს ბიოეთიკის საზოგადოების“ წარმომადგენელი ნაირა ქუთათელაძე. 
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნული პროექტის საქმიანობის და პაციენტთა უფლებების დაცვის ცხელი ხაზის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ წარმატებული მუშაობის გამოცდილება, წარმოჩენილიყო მუშაობაში ხელშემშლელი ფაქტორები და ემსჯელათ მათი აღმოფხვრის გზებზე, უწყებათაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რათა კახეთის რეგიონში მცხოვრები შშმ პირისთვის გაიზარდოს მომსახურეობების მიწოდების ხარისხი.
შეხვედრა აღმოჩნდა სასარგებლო კახეთის რეგიონის შშმპ-თა მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საინფორმაციო გაცვლა-გამოცვლისათვის. პროექტის ფარგლებში ოქტომბერში იგეგმება ასეთივე შეხვედრა სამეგრელოში.

პარტნიორ ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციას და ჩვენს კოლეგას - ნინო პაატაშვილს დიდ მადლობას მოვახსენებთ ასეთი გულთბილი მასპინძლობისათვის!
 
ვრცლად...