ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ IFSW 8-9 ოქტომბერს გამართა დელეგატების ყოველწლიური შეხვედრა კონფერენციის „IFSW EUROPEAN CONFERENCE ON SOCIAL WORK 2021“ ფარგლებში. კონფერენცია გაიმართა 11-13 ოქტომბერს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ წევრი ასოციაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან, სოციალური მუშაკები, სტუდენტები და სფეროთი დაინტერესებული პირები.

ვრცლად...

13 ოქტომბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესში შეხვედრა გამართა იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან პილოტის პროცესში და შუალედური ანგარიში წარადგინა.

ვრცლად...

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია მთელს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ძალისხმევის მობილიზება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად ახორციელებს ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების შესახებ შეხვედრებს, აღნიშნული შეხვედრების ფორმატში  7 ოქტომბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს.

ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად ახორციელებს ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების შესახებ შეხვედრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წევრებთან, კოალიციებთან და აქტივისტებთან. 5 ოქტომბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია შეხვდა თემის წარმომადგენლებს,  ხოლო 6 ოქტომბერს -  მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ წევრებს.

ვრცლად...