ნელი აკობია ამჟამად საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროგრამების მხარდაჭერის ოფიცერია. იგი ასოციაციის გუნდის წევრი 2011 წლიდანაა. მან მიიღო სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში; მისი განსაკუთრებული ინტერესი მაგისტრატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვებთან, ახალგაზრდებსა და ოჯახებთან მუშობა და ასევე, სოციალური ორგანიზაციების ადმინისტრირებაა.
ნელი სოციალური მუშაობის პროფესიაში 2007 წლიდანაა, როდესაც დაიწყო მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან მუშაობა. ამჟამად, ნელი განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული იმ მიმართულებებში, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირების პრობლემებზე მუშაობას ეხება. ასოციაციის მუშაობის ფარგლებში, იგი მონაწილეობს და ასევე, მონაწილეობა მიუღია რიგ პროექტებში, რომლებიც მიმართულია სკოლის სოციალური მუშაობის განვითარებაზე, სოციალური მუშაკების პროფესიული ზედამხედველობისა და მუშაობის შეფასების სისტემების ჩამოყალიბებაზე, ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა მონიტორინგის სისტემის განვითარებაზე, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაკთა უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე სოციალური მომსახურებების მიწოდების სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის, სოციალური საწარმოების განვითარებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ა.შ.
2011 წლიდან ნელი მოწვეული ლექტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე და ასევე, სასერტიფიკატო კურსებზე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკებისთვის.