ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

პროექტის სათაური: „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“

პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.

პროექტის ამოცანები:
 
  • არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ადვოკატირებასა და მონაწილეობითი ბიუჯეტის შემუშავებასა და მონიტორინგში;
  • მონაწილეობითი პოლიტიკის და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განვითარების მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობა, განავითარონ ხელმისაწვდომი და თემის საჭიროებაზე მორგებული სოციალური მომსახურებები;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და კერძო სექტორს შორის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და მოხალისეობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. 

სამიზნე ჯგუფები: 
 
საქართველოს 6 რეგიონში მოქმედი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
  1. 13 მუნიციპალიტეტი საქართველოს 6 რეგიონიდან;
  2. ადგილობრივი ბიზნესი;
  3. დაახლოებით 200 თემი სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, კერძოდ, კი ყველაზე მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფები:
  • ბავშვები
  • ახალგაზრდები
  • ქალები
  • ეთნიკური უმცირესობები
  • დევნილები
  • შშმ პირები
განხორციელების პერიოდი: 01.02.2018 – 31.01.2020

ბიუჯეტი: 155 457 $

დონორი:  ევროკავშირი

პარტნიორი ორგანიზაციები:  World Vision გერმანია, World Vision საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია