ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 2022 წელს ჩაატარა კვლევა რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური მუშაობის სამუშაო ძალის მოკვლევას რაოდენობის, სფეროს და სამუშაო ადგილების მიხედვით. რაოდენობრივი კვლევა მოიცავს 2022 წლის მდგომარეობით მონაცემებს და აჩვენებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციაში, მუნიციპალიტეტებსა და სამედიცინო სექტორში დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობას, კვალიფიკაციას და სხვა. ამას გარდა, კვლევა გვიჩვენებს მონაცემებს აკადემიებისგანაც, კერძოდ შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებული სოციალური მუშაკების და მიმიდნარე სასწავლო პროცესში ჩართული სტუდენტების რაოდენობას წლების და კურსების მიხედვით.
ბუნებრივია, კვლევა მოიცავს მუდამცვალებად მონაცემებს და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ კვლევა ყოველწლიურად განახლდება . კვლევა შეგიძლიათ გამოიყენოთ წყაროდ ორგანიზაციის დასახელების მითითებით.
კვლევა სოციალური მუშაობის სამუშაო ძალის შესახებ