Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

NEWS

GASW in Media

31.05.2023

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერების კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.  

Read more ...
3.11.2022
სოციალური მუშაკის როლი ბავშვთა უფლებების დაცვაში
 
ჩვენი თანამშრომელი ირმა ბებერაშვილი საუბრობს სოციალური მუშაკის როლზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. გადაცემაში ასევე დატრიალდა მოკლე ანიმაციური ვიდეო-რგოლი სოციალური მუშაობის შესახებ.
 
 
Read more ...

Join Us on FACEBOOK

ანონსი


ვებინარი: ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის პოლიტიკა: როგორ ფინანსდება ზემოაღნიშნული სერვისები

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია წევრებისთვის მართავს ვებინარს თემაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის პოლიტიკა: როგორ ფინანსდება ზემოაღნიშნული სერვისები“.

ვებინარს გაუძღვება გიორგი მინასოვი. გიორგის აქვს მრავალწლიანი სამუშაო  გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით და ფლობს ექსპერტიზას. მიღებული აქვს აკადემიური განათლება, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გიორგი 2014 წლიდან მუშაობდა შპს „ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სტაციონარულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. 2015-2017 წლებში მუშაობდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში ადამიანის უფლებათა ტრენერად ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. 2017-2018 წლებში სწავლობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ინდოეთის იურისტთა საზოგადოების საერთაშორისო ერთწლიან პროგრამაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები.“ 2020 წელს სწავლობდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. 2021-2022 წლებში ჰიუბერტ ჰამფრის პროგრამით სწავლობდა ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Virginia Commonwealth University / VCU) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ადიქციის პოლიტიკისა და კვლევების კუთხით. ამჟამად გიორგი აგრძელებს პრაქტიკას ჰაუარდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ბიჰევიორული განყოფილების სტაციონარულ და ამბულატორიულ განყოფილებებში კლინიკური სოციალური მუშაობის კუთხით. 

ვებინარი გაიმართება 19 ოქტომბერს 17:00 საათზე. 

ვებინარზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.  შეხვედრა გაიმართება Zoom-ის პლატფორმაზე. შეხვედრის ლინკი გადმოგეგზავნებათ 19 ოქტომბერს, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 19 ოქტომბერი, 12:00 საათი. 


თვითზრუნვის პლატფორმის მორიგი შეხვედრა

21 სექტემბერს დაგეგმილი თვითზრუნვის პლატფორმის მთავარ მიზანს წარმოადგენს წევრების შეკრება და მათთვის სასაუბრო სივრცის დათმობა, ერთმანეთის წუხილებისა თუ წარმატებების, მიმდინარე სიახლეებისა და ფიქრების გაცნობა-გაზიარება, ასევე, გადაწვის პრევენცია, განტვირთვა და დროის სასიამოვნოდ გატარება მონატრებულ კოლეგებთან ერთად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრა გაიმართება პირისპირ რეჟიმში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ოფისში და აქედან გამომდინარე ადგილები არის შეზღუდული, შესაბამისად, პირველ 15  რეგისტრირებულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა დაესწროს თვითზრუნვის პლატფორმის შეხვედრას. 

შეხვედრის თარიღი: 21 სექტემბერი, 2022, 18:00 – 20:00 სთ.

შეხვედრაზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 სექტემბერი, 2022, 18:00 სთ


 

 

Professional Priorities

Social Services and Practice

სოციალური მომსახურებებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა.  

Read more: Social...

Social Welfare Policy

სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა და კვლევა...........

Read more: Social...

Social Work Development

ტრენინგები, აკადემიასთან თანამშრომლობა, პროფესიის ადვოკატობა, კვლევა...

Read more: Social Work...

Our Professional Affiliation

 


 

       

    

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2509951
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
16
2572
7262
2498807
27438
43677
2509951
Your IP: 18.118.28.217
2024-11-23 00:28