ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 14 ივლისს წევრებისთვის გამართა ვებინარი თემაზე რეინტეგრაციის პროგრამა და ამ პროგრამაში ჩართული ბავშვების ოჯახების წინაშე მდგარი გამოწვევები. ვებინარზე მოხსენებით წარდგა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური მიმართულების მენეჯერი და კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თავმჯდომარე სალომე ჭიჭინაძე.

ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

ვრცლად...

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა და სხვადასხვა ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების, სკოლების, ბავშვებთან კავშირში მყოფი სხვა უწყებების მობილიზება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვთა უფლება - დაცულნი იყვნენ შრომის მძიმე ფორმებისგან.

ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ეხმიანება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საპატრიარქოსთან არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, მიმდინარე მოვლენებს და კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დაცული იყოს სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფი ყველა  18 წლამდე  პირი, რომელიც პანსიონატში იმყოფება.

ვრცლად...

1 ივნისი 1950 წლიდან აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იგი მიზნად ისახავს ბავშვთა დაცვასა და ამ ფაქტთან ასოცირებული საკითხების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, ხაზს უსვამს რა, ყველა ბავშვს უფლებას, იცხოვროს უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.

ვრცლად...

ყოველწლიურად მიმდინარეობს მილიონობით ადამიანის ვაქციანაცია სხვადასხვა ვირუსებზე. COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციაც მნიშვნელოვანია და სწორი გადაწყვეტილებაა საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ხელს უშლის და ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკებს. შესაბამისად, დროულად რომ მოხდეს პანდემიის შეჩერებია, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ვრცლად...