ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

მეგობრებო, სოციალური მუშაობის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის განზრახვით, გუშინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესიული განვითარების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფსა (ჯგუფში შედიან ყველა ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ მუშაკებს ქირაობენ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC) და სოციალურ მუშაკთა დამქირავებლებს შორის.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ნინო შატბერაშვილმა და ია შეყრილაძემ ისლანდიაში გამართულ სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის 2017 წლის კონფერენციაზე წარადგინეს მიმდინარე კვირაში.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ ბავშვთა მიმართ ძალადობისგან დაცვისა და რეფერირების საკითხებში აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა გადამზადება დაიწყო.  თითოეულ მუნიციპალიტეტში 4 დღიანი ტრენინგი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე გადამზადება გაიარეს გამგებლის/მერიის წარმომადგენლებმა ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში. 
ტრენინგზე განიხილება შემდეგი თემები: ბავშთა მიმართ ძალადობის დეფინიცია, ძალადობის ფორმები და მათი იდენტიფიკაცია, საკანონმდებლო რეგულაციები, ბავშთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, მონიტორინგის მეთოდები, სათემო მუშაობა, რეგიონული მომსახურებები, სექტორთშორისი თანამშრომლობა, მსხვერპლისა და მოძალადის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა და სხვა. აღნიშნული ტრენინგის მიზანი აჭარის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.
პროექტი აჭარის რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.  მეორე ეტაპზე, აპრილის თვეში, ტრენინგები დაგეგმილია შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. ტრენინგების გარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა მრგვალი მაგიდის შეხვედრებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში ბავშვთა სფეროში ჩართულ პროფესიონალთა შორის. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრა რეფერირების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა სამოქმედო ინსტრუქციის შემუშავების მიზნით.
ვრცლად...

1. ჩვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს დედაქალაქში და აქვს ფილიალები რეგიონებში (ერთერთი მათგანი აღმოსავლეთ საქართველოში). ფილიალი აქამდე ასრულებდა სათაო ორგანიზაციის მიერ დაწერილ პროექტებს რეგიონში. თუმცა მარტში რეგიონში მდებარე ორგანიზაცია რეგისტრირდება როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია. თუმცა მიაწვდის იგივე სერვისს, რასაც აქამდე აწვდიდა. შესაძლებელია თუ არა ახლად დაარსებულმა ორგანიზაციამ გამოიყენოს მანამდე ფილიალად არსებობის დროს დაგროებული გამოცდილება და ეს მიუთითოს პროექტში? 
„მითითებები საპროექტო განაცხადის შესახებ“ 2.2.1 პუნქტის მიხედვით რეგიონში რეგისტრირებულ პატარა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განსაკუთრებით წახალისებულნი არიან შემოიტანონ განაცხადი გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე. ეს ასევე ეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებულნი, იმ შემთხვევაში თუ პროექტის აქტივობები განხორციელდება „ერთ ან რამდენიმე რეგიონში, დედაქალაქს გარეთ“ (პუნქტი 2.2.2 „მითითებები საპროექტო განაცხადის შესახებ“). ორგანიზაციას უნდა  შეეძლოს, აჩვენოს გამოცდილება, მინიმუმ, ორი პროექტის განხორციელების კუთხით, რომელთაგან თითოეულის ბიუჯეტი, სულ მცირე, მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 33%–ია. სასურველია, რომ პროექტები ეხებოდეს სოციალურ სფეროს საქართველოში და ბოლო 5 წლის განმავლობაში იყოს განხორციელებული; ასევე, მინიმუმ, ერთ–ერთი მათგანი, ძირითადად, დედაქალაქს გარეთ ერთ ან რამდენიმე რეგიონზე იყოს მიმართული.(პუნქტი 2 „მითითებები საპროექტო განაცხადის შესახებ“).
2. არის თუ არა საგრანტო კონკურსისთვის რელევანტური რომ ორგანიზაციამ (რეგისტრირებული და გამოცდილი) შემოიტანოს განაცხადი, რომელიც შეეხება გამოუცდელი ორგანიზაციების გაძლიერებას, ისეთი ორგანიზაციების რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან რეგისტრირებულნი , მაგრამ მუშაობენ როგორც არაფორმალური ორგანიზაცია?​
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მთავარ განმცხადებლად ან თანა–განმცხადებლად მხოლოდ რეგისტრირებულ, ორგანიზაციებს შეუძლიათ (იხილეთ პუნქტები 2.2.1 და 2.2.2 „მითითებები ქვე–გრანტი შესახებ“) .
3. საჭიროა თუ არა პროექტში ჩართული თანამშრომლების CV – ის დართვა საპროექტო განაცხადისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციასთან ერთად?
CV– ის დართვა საპროექტო განაცხადისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციასთან ერთად არ არის მოთხოვნა. თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად გთხოვთ შეავსოთ  საპროექტო განაცხადის 9.2 პუნქტში  მოცემული ცხრილები.
4.განმცხადებელმა ორგანიზაციამ საპროექტო განახადის ფორმას სხვა დოკუმენტაციასთან ერთად აუცილებლად უნდა დაურთოს საბუთი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ. თუმცა, არსებობს საბუთი  ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ  და არსებობს  ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც განახლებულ ინფორმაციას იძლევა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციასან ერთად. რომელი უნდა წარადგნინოს ორგანიზაციამ ?
თუ ორგანიზაციაში მოხდა ცვლილება მისი პირველი რეგისტრაციის შემდეგ, საპროექტო განაცხადს აუცილებლად დაურთეთ  ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც  განახლებულ ინფრომაციას შეიცავს. 
5.თუ განმცხადებელი ორგანიზია გადაწყვეტს რომ აირჩიოს მესამე პუნქტი სექციიდან 2.3.5 (იგულისხმება С პუნქტი 2.3.5 სექციიდან მითითებები განმცხადებლის შესახებ) ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ განმცხადებელმა აუცილებლად უნდა აირჩიოს (a) ან (b) პუნქტები ამ შემთხვევაში? თუ განმცხადებელს შეუძლია დაეყრდნოს კვლევებს რომელიც მანამდე ჩატარდა და შეიმუშავოს კონცეფციები მათზე დაყრდნობით?​
არ არის აუცილებელი შეასრულოთ ყველა აქტივობა 2.3.5 პუნქტიდან ერთდროულად. კვლევები რომელიც ჩატარდა და კონცეფციები რომლებსაც შეიმუშავებთ არ უნდა იყოს განმეორება უკვე გაკეთებულის. ვგულისხმობთ, პროექტმა არ უნდა მოახდინოს უკვე შესრულებული სამუშაოს დუბლირება. ქვე–გრანტების მეშვეობით შეიძლება დაფინანსდეს 2.3.5 პუნქტში მოცემული ღონისძიებები (აქტივობები). მაშინ, როცა გამარჯვებული განაცხადები უნდა მოიცავდეს 2.3.5 პუნქტში მოცემულთაგან, მინიმუმ, 2 ღონისძიებას (აქტივობას). მხოლოდ მესამე პუნქტის არჩევა არ იქნება საკმარისი. თითოეული შერჩეული ღონისძიებისთვის (აქტივობისთვის), განმცხადებლებისთვის სავალდებულოა სოციალური მუშაობის კომპონენტის ჩართვა.
განმცხადებელს, რომელსაც სურს სერვისის პილოტირება უნდა მოახდინოს საკმარისი დასაბუთება შემოთავაზებული სერვისის პილოტირებისა (უნდა დასაბუთდეს თუ რატომ შეირჩა მაინცდამაინც მოცემული სერვისის პილოტირება). დასაბუთება შესაძლოა მოხდეს  პროექტის მიმდინარეობისას (მაგალითად კვლევის ჩატარება, ანალიზის ჩატარება და შესაბამისად კოცეფციების შემოთავაზება)  ან შევეხოთ უკვე ჩატარებულ კვლევებს და მათ მიერ მიღწეულ მიგნებებს - იხილეთ პროექტის წინაპირობა და პროექტის წინარე სიტუაციის აღწერა (მაქსიმუმ, 1 გვერდი) პუნქტი 3 სააპლიკაციო ფორმაში  შემოთავაზებული პროექტის ჩარჩოს გარეთ.
ვრცლად...

   7 მარტს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ თბილისში, ასოციაციის ოფისში, გამართა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსით „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში“ დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები. ორგანიზაციების წარმომადგენელებს ჰქონდათ საინტერესო შეკითხვები. შეხვედრა აღმოჩნდა, ასევე, კარგი შესაძლებლობა საინფორმაციო გაცვლა-გამოცვლისათვის დამსწრე ორგანიზაციებს შორის. ამით, სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ დაასრულა საინფორმაციო შეხვედრები კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებთან. მომდევნო კვირაში, ჩვენს ვებ გვერდზე აიტვირთება ყველა შეკითხვა და პასუხი, რომელიც საინფორმაციო შეხვედრებისა ან/და სატელეფონო საუბრებისას დაგვისვეს კოლეგებმა.
ვრცლად...

28 თებერვალს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ გამართა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსით „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში“ დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის.

ვრცლად...