საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი, ქეთი გიგინეიშვილი სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო კონფერენციაზე „სოციალური ევროპა შესაძლებელია“, ვენაში, წარსდგა თემით: სკოლის გაძლიერების ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა- სოციალური მუშაკის როლი.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი, ქეთი გიგინეიშვილი სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო კონფერენციაზე „სოციალური ევროპა შესაძლებელია“, ვენაში, წარსდგა თემით: სკოლის გაძლიერების ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა- სოციალური მუშაკის როლი.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ პროექტის ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის არ ჯანმრთელობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობითა და მხარდაჭერით შეხვედრა გამართა აჭარაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის შუალედური შედეგების წარდგენას და პროექტში მომართვიანობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა კლინიკების ჩართულობის უზრუნველყოფას.
"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" "ზიანის შემცირების ქსელთან" თანამშრომლობით ახორციელებს ტრენინგს, რომლის მიზანიც შემთხვევის მართვის კომპონენტის გაძლიერებაა ორგანიზაციაში. ტრენინგის სამიზნე ჯგუფს ორგანიზაციის თანასწორ განმანათლებლები და ინტერვიუერები წარმოადგენენ.
2019 წლის 14 აგვისტოს ასოციაციამ "ჰანგი" აბაშის მუნიციპალიტეტში ჩაატარა პროექტის „სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“ პრეზენტაცია, რომელიც ხორციელდება პროექტ „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში.
“საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია” „თანასწორობის მოძრაობასთან“ თანამშრომლობით ახორციელებს ტრენინგს, რომლის მიზანიც სოციალური მუშაობის და მულტიდისციპლინური მუშაობის კომპონენტის გაძლიერებაა ორგანიზაციაში. ტრენინგის სამიზნე ჯგუფს ორგანიზაციის სოცალური მუშაკები და ფსიქოლოგები წარმოადგენენ.
2019 წლის 31 ივლისს "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში" გაიმართა კლუბის შეხვედრა. შეხვედრაზე კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენელებმა თეონა გვალია, რეზიკო ხვედელიძე და სალომე დანელია კოლეგებს გაუზიარებენ საინტერესო სტატიას: სოციალური მუშაობის პრაქტიკის ახალი პოლიტიკა: კონტექსტის გაგება უფრო შედეგიანი ცვლილებებისთვის.