21 ნოემბერს ასოციაციის ოფისში გაიმართა თომისლავ ზაიას ფილმის "თავისუფალი" ჩვენება. ფილმს სხვადასხვა ფესტივალზე მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. ფილმში ადამიანთა ერთი ჯგუფის ცხოვრებაა ასახული, რომელთაც ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა აქვთ და რომლებიც ხორვატიის ინტიტუციებში არიან გამოკეტილნი. ფილმი ასახავს ამ ადამიანების ცხოვრებას მას შემდეგაც, რაც ისინი ტოვებენ ინსტიტუციებს და საზოგადოებაში ცხოვრებას იწყებენ. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ეჩვევიან ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას და როგორ უჭერენ მათ ამაში მხარს სხვადასხვა პროფესიონალები.
ჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაესაუბრა მაყურებელს.
ვრცლად...
ჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაესაუბრა მაყურებელს.