პროექტის წინაპირობა
საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა დგას მოსახლეობის სწრაფად დაბერების პროცესის, მრავალთაობიანი ოჯახური თანაცხოვრების მოდელის დაშლის და მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან ახალგაზრდების გადინების წინაშე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იწვევს მარტოდ დარჩენილი ხანდაზმულების რაოდენობის მატებას, რომელთაც არ ჰყავთ მზრუველები. ამასთან, ხანდაზმულები ქვეყნის სოციალური პოლიტიკისთვის კვლავ უხილავ სამიზნე ჯგუფად რჩებიან.