ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადება მთავარ არხზე სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ სიუჟეტთან დაკავშირებით:

ვრცლად...

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი სამუშაო სოციალური მუშაკისგან, კონკრეტულად კი, „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან“ კომპლექსურ და ხანგრძლივ მუშაობას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საკითხის განხილვაც მხოლოდ ერთი მხრიდან არ მოხდეს. 

ვრცლად...

პროექტის „სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში გრძელდება ადგილობრივ თანამშრომელთა გადამზადება და ამჯერად, აგვისტოს დასაწყისში, თბილისიდან მოწვეული ექსპერტის მიერ ექიმ-კოორდინატორებთან გაიმართა ტრენინგი. მისი მიზანი იყო ექიმებისთვის ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომის კიდევ ერთხელ გაცნობა და მისი მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება, ერთი და იმავე დიაგნოზის განსხვავებული გავლენის გააზრება სხვადასხვა ადამიანის ფუნქციონირებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში მისაღები ტერმინოლოგიის დასწავლა, სტატუსის მაძიებელი პირის პილოტში ჩართვისა და ფუნქციური შეფასების სპეციალისტთან გადამისამართების პროცედურის გამართვა, მულტიდისციპლინურ გუნდში თანამშრომლობის გაუმჯობესება.

ვრცლად...

პროექტის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფარგლებში აქტიურად დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრა, პილოტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. ამ მიზნით, ივლისსა და აგვისტოში ფუნქციური შეფასების სპეციალისტები შეხვდნენ აგარის (და მასში შემავალი სოფლების - ზიკილია, საყუნეთი, წინუბანი, გურკელი), ვალისა (და მასში შემავალი სოფლების - მეორე შახტა, დიდი/პატარა პამაჯი) და აწყურის თემების მოსახლეობას, რომელთა შორისაც იყვნენ სოფლის ექიმები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები და სხვა

ვრცლად...

"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" აგრძელებს ვებინარების სერიას. ამჯერად გთავაზობთ ვებინარს: ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობა.

**თემის მიმოხილვა:

ოჯახის გაძლიერების კომპლექსური მიდგომა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს განსაკუთრებით მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერის, ბავშვის ოჯახისგან დაშორების პრევენციისა და ბავშვის კეთილდღეობის ხელშეწყობის საქმეში.

ვრცლად...

თბილისი, 27 ივლისი, 2020. საქართველოს მუნიციპალიტეტების 190-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს ონლაინ ტრენინგებში, რომელზეც განიხილება ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს პარლამენტში გაიმართა სპეციალური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების ტრენინგები და მათი როლი კოდექსის განხორციელების პროცესში. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შეხვედრას დისტანციურად შეუერთდნენ.

ვრცლად...