საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კოლეგებს, პროფესიის გულშემატკივრებს, გილოცავთ სოციალური მუშაობის მსოფლიო დღეს!
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კოლეგებს, პროფესიის გულშემატკივრებს, გილოცავთ სოციალური მუშაობის მსოფლიო დღეს!
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს - 16 მარტს, 18:00 თბილისის დროით, გთავაზობთ საინტერესო ლექციას სახელწოდებით - "პროფესიული სოციალური მუშაობის მახასიათებლები: ამერიკული სოციალური მუშაობის განვითარების ისტორია და საქართველოში სოციალური მუშაობის განვითარების გამოწვევები".
ქალთა საერთაშორისო დღე 1910 წლიდან აღინიშნება. იგი ეფუძნება ქალთა ფართო მასშტაბიან მოძრობას, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თანასწორობას, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას და გაუმჯობესებას. წლების განმავლობაში, ქალთა საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ქალები გამოდიოდნენ და იბრძოდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად, რამაც ბევრ ქვეყანაში შედეგი გამოიღო.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2021 წლის 18-19-20-21 მაისს მართავს სოციალურ მუშაობაში პირველ სამეცნიერო კონფერენციას, თემაზე: "სოციალური მუშაობა - მეცნიერება სოციალური ცვლილებებისთვის".
2014 წლის 1 მარტიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე.
2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 20 თებერვალი გამოაცხადა სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღედ. სოციალური სამართლიანობის მიზანია საზოგადოების ყველა ჯგუფის სრული და თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების წევრებისთვის რესურსების, შესაძლებლობებისა და სოციალური პრივილეგიების თანაბარი ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.