საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო.
საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის რეფორმა წლებია მიმდინარეობს, თუმცა სისტემა ვერ პასუხობს უამრავ გამოწვევას, რასაც ადასტურებს აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა და ასევე, მანამდე მომხდარი სხვა ფატალური შემთხვევებიც.